კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

Published:

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს.  ინფორმაციას ადასტურებს იუსტიციის სამინისტრო.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img