მეუფე მიქაელი – არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება

Published:

არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა.

„ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსნების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, [პატრიარქის] რა გადადგომა, როგორ შეიძლება. არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის გადადგომის საკითხის დაყენება დღის წესრიგში სხდომაზე, “როგორ შეიძლება?!”.

“არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img