პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს ელოდებიან. უწყების ხელმძღვანელთან, ოპოზიციონერ დეპუტატებს, ძირითადად, კითხვები ექნებათ დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, მმართველი გუნდის ოპონენტებს აინტერესებთ, თუ რას აკეთებს სამინისტრო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობაში უწყების მუშაობას პოზიტიურად აფასებენ და ოპონენტების მხრიდან კითხვებს შოვთან დაკავშირებითაც ელოდებიან.