თინა ბოკუჩავა – ვამზადებთ წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საელჩოებს

Published:

პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ არ სურს ადეკვატური ზომების მიღება. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, იმ პირობებში, როცა სასამართლო თავისუფალი არ არის, არ აქვს მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით რაიმეს მიღწევა შეიძლება.

“პაპუაშვილისგან გასაკვირი არ არის, რომ არ სურს ადეკვატური ზომების მიღება. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ვერბალურ, ფიზიკურ ძალადობას არ ერიდება ქალის წინააღმდეგ და ეს საზოგადოებამ იხილა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაბიჯებს, მეც განვიხილავდი სასამართლოს გზას, მაგრამ იმ პირობებში, როცა სასამართლო არის სრულად დაქვემდებარებული ივანიშვილის პარტიულ ვერტიკალს, დიდი მოლოდინი, რომ სამართლებრივი გზით შედეგის მიღწევა შეიძლება, არ მაქვს. თუმცა, ფორმალურად შეიძლება მაინც ღირდეს სასამართლოსთვის მიმართვა. რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, მე ამაზე უფრო მქონდა აქცენტი, როცა თეონა აქუბარდიას  ვესაუბრებოდი, ჩვენ ვაპირებთ და ვამზადებთ უკვე წერილს, რომელიც გაეგზავნება ნატო-ს წევრი ყველა სახელმწიფოს საელჩოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანი არის ნატო-ში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და გარწმუნებთ, მას ძალიან დიდი დისკომფორტი შეექმნება ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციაში,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img