მიხეილ სააკაშვილი ენმ-ზე – არ გვჭირდება შიგნიდან რყევა

Published:

საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. მან “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა და თქვა, რომ წყენები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვოს.

“ეს დროებითი უსამართლობაა, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება. მინდა მივმართო ორიოდ სიტყვით პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ სასამართლო საქმეს, რომელიც არის. […] მე მინდა გითხრათ შემდეგი რამე, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის, ყველაფერში, ყოველთვის, ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება. მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და ისევ ერთად, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა, გარეთ, კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img