თელ-ავივში, დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან

Published:

თელ-ავივში, დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. ენტონი ბლინკენი, ისრაელის მიმართულებით უკვე გაფრინდა. გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ვიზიტის დროს ყურადღება იმ ნაბიჯებზე გამახვილდება, რომელიც ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლადაა საჭირო.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი კი ამბობს, რომ ვაშინგტონი არ აპირებს თელ-ავივს მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობები დაუწესოს.

ამავე დროს, თეთრი სახლი ღაზაში ისრაელ-“ჰამასის” კონფლიქტში პაუზების შესაძლებლობაზე მუშაობს მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.

ჯონ კირბი ამბობს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია “ჰეზბოლას” მიერ ისრაელზე თავდასხმებით, თუმცა ნიშანი, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი მზად არის “სრული ძალით წავიდეს” ისრაელის წინააღმდეგ, არ არსებობს.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img