პოლიტიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ოღონდ ეს ხელისუფლების დამსახურება არ იქნება.
სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, დიდი ალბათობით ევროკავშირი ქართველი ხალხის ნებას მოუსმენს და ასევე გაითვალისწინებს ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე, რამაც შესაძლოა, სტატუსის მიღებაზე დადებითი გავლენა იქონიოს.
ცხადად ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა ანუ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, არ სრულდება ან ნაკლებად სრულდება და ამას გავიგებთ ასევე 8 ნოემბერს.
რაც შეეხება ხალხის მზაობას და მოტივაციას ევროინტეგრფაციის მხრივ, მასში ჩვენი ევროპელი პარტნიორები არაერთხელ დარწმუნდნენ. მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის სტრუქტურებმა გაითვალისწინონ როგორც საზოგადოების აზრი ასევე საქართველოს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო კავშირებისთვის, საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ამის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი,” – ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
გადამწყვეტი დღეების ათვლა დაწყებულია. ევროკომისიის შეფასება ცნობილი ზუსტად სამ დღეში გახდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალქში ყველაფერს ფარდა ოთხშაბათს აეხდება.