არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში – რეგიონის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მოზარდები ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ.
თავში ხელის წამორტყმა, ყურის აწევა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა – არასრულწლოვნები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიურობა ასეთია და მათზე პედაგოგების ერთი ნაწილი ძალადობს.
აღნიშნულზე პოლიცია ინფორმირებულია და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად რეალურია მძიმე ჩვენებები, რომელიც ბავშვებმა მათი აღმზრდელების წინააღმდეგ მისცეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, უკვე გამოჰკითხეს სავარაუდო მოძალადეებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალების გარკვევისგარკვევა ბავშვთა სახლშიც ვერ მოხერხდა, თუმცა იქ მყოფებმა შეკითხვებს არ უპასუხეს და უპასუხოდ ტოვებს ზარებს ბავშვთა სახლის დირექტორიც.