ოპერის გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია დაგეგმეს

Published:

დღეს, 16:00 საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრთან, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ.

​მათივე თქმით, თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა – ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.

ისინი ხელფასების 100 %-ით მატებასა და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ 2 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ.

“მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, დამსაქმებელს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები…

დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას ღირსეული შრომითი ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

მოგიწოდებთ ყველას, ღირსეული შრომისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან:

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირიპროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი”პროფკავშირების ახალი გაერთიანებაპროფკავშირი “გილდია”

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. მოგვიანებით კი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განაცხადა, რომ გაფიცულთა მოთხოვნის შესრულება – ხელფასების 100%-ით ზრდა – ამ ეტაპზე შეუძლებელია.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img