ბოლო წელიწადნახევარში მშენებლობის სექტორში ხელფასები 32%-ით გაიზარდა

Published:

2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 %-იანი ზრდით, რამაც 0.71 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.6 %-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3 %-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.3 %-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 7.23 და 3.56 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img