ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Published:

ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ბუდაპეშტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

32 წლის მამაკაცს ბრალი ედება ადამიანთა კონტრაბანდულ გადაყვანაში. საუბარია თურქეთის და ავღანეთის 65 მოქალაქეზე, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანეს და შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფი, არალეგალების გერმანიაში გადაყვანას გეგმავდა.

საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქეც. მიგრანტები ამბობენ, რომ ბუდაპეშტში მათ ტელეფონები წაართვეს და საქართველოს მოქალაქემ ისინი ერთ-ერთ ბინაში გამოკეტა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img