გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას მართავს

Published:

გაერო-ს უშიშროების საბჭო ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ხვალ კიდევ ერთ საგანგებო სხდომას გამართავს.

„ღაზაში სიტუაციის გაუარესების და ალ-შიფას ჰოსპიტალსა და ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმების ფონზე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ჩინეთმა დახურული კონსულტაციების მოწვევა მოითხოვეს“, – განაცხადა გაერო-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის პრესსპიკერმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ გასულ თვეში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ოთხი რეზოლუციის პროექტიდან ვერცერთი ვერ დაამტკიცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ათი არამუდმივი წევრი ამჟამად საკუთარ რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ამზადებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img