ნატალია ძიძიგური, პარტია “საქართველოსთვის” წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს

Published:

პარტიიდან “საქართველოსთვის” რამდენიმე დღის წინ გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური ყოფილ თანაპარტიელებს ზეწოლასა და პირადი ცხოვრების დეტალებით შანტაჟში ადანაშაულებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ძიძიგურმა კონკრეტულად ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა პარტიის ლიდერების მხრიდან და დარწმუნებულია, რომ ამის შესახებ თავად გიორგი გახარიამაც იცოდა.

მისივე თქმით, ჰქონდა გარკვეული პრობლემები პირად ცხოვრებაში, რის გამოც სასამართლოსაც მიმართა და, მისივე თქმით, სწორედ ამ დეტალების გახმაურებით ცდილობდნენ მასზე ზეწოლას.

“მაიძულებდნენ, შევსულიყავი ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც აკაკი გვიანიძე იქნებოდა, მესამე უნდა ყოფილიყო “ლელოს“ წევრი. გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩემზე, თუმცა ეს იყო მიუღებელი, რადგან პარტიის პოზიცია დაარსების შემდეგ შეიცვალა, ის მოქმედებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რაც ჩემთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა კრიზისი ბევრ რეგიონულ ორგანიზაციაში. მე პარტიიდან გამრიცხეს იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომაზე არ შევუერთდი “ნაციონალურ მოძრაობას” და არ დავტოვე დარბაზი,” – განაცხადა ნატალია ძიძიგურმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img