პაატა მანჯგალაძე – საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ქართული ოცნებისთვის სილა იქნება

Published:

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ქართული ოცნებისთვის სილა იქნება – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება ის, რომ პრორუსულმა ძალებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

“ქვეყნის დამსახურებით ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება სილა ქართული ოცნებისთვის, რადგან მათ უნდოდათ, რომ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩენილიყო და მერე ეთქვათ: რა ვქნათ, მეგობრებო, დასავლეთმა ზურგი შეგვაქცია და რუსეთის გარდა ჩვენი მამა-მარჩენალი და პატრონი არავინ არისო. ქართული ოცნების ეს რიტორიკა და სტრატეგია ჩაიფუშება, როცა ქვეყანა სტატუსს მიიღებს”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img