სალომე ზურაბიშვილი – არ თავდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა..ჩვენი პასუხი არის ერთი – მშვიდობა ევროპაში

Published:

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი, მშვიდობიანი მომავალი არის  ევროპულ ოჯახში ყოფნა.

პრეზიდენტმა ხვალ საღამოს 8 საათზე ღონისძიება დააანონსა, რომელიც ევროკომისიის დასკვნის გასაჯაროებასთან დაკავშირებით გაიმართება და საზოგადოება კიდევ ერთხელ გაუგზავნის გზავნილს ევროკავშირს.

“არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი” პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი- ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმე შეიძლება საქართველოში სჯეროდეს მომავლის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში, ვინმე, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან, ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში

ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვგეგმავდით ხვალ 8 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს, არა ზეიმისთვის, იმიტომ, რომ ზეიმი იქნება თუ მივიღეთ პასუხი დეკემბერში, მაგრამ იმისთვის რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველა იქნება ჩართული, ყველა ჩვენი საზოგადოების ნაწილი. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი. რადგან რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი და დღეს მართლაც მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ, არა მისი არსი. ჩვენ ხვალ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისთვის – გავაგზავნით ევროპაში ჩვენ ხმას, შენ ხმას. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას. რუსეთი აწი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს” თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img