შაყულაშვილი – სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმეა უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ

Published:

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ კირბალში, სადაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში იმყოფებოდა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა.               ამ ეტაპზე, სახელმწიფოს ნომერ პირველი საქმე არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი, ლევან დოთიაშვილი გადმოგვცენ. ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამთამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება,” – აღნიშნა რწმუნებულმა.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.                                                    „მინდა სამძიმარი გამოვთქვა ოჯახის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიაზე, ოღონდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც კონტროლი ამჟამად რუსებს აქვთ, უკანონო დაკავებისას იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო მეორეს კი, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის 109-ე მუხლი, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას და ასევე 143-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ჯგუფურად ძალადობით. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე, ნომერ პირველი საქმე სახელმწიფოსი, რა დროსაც ჩარეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები, არის ის, რომ უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი ადამიანი გადმოგვცენ, ხოლო, ყველაფერი შესაძლებელია, რომ პასუხისგებაშიც მიეცნენ ის ადამიანები, ვინც ამაში დამნაშავეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img