ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა

Published:

ორბელიანების სასახლეში დღეს, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე პრეზიდენტის ბრიფინგი ჩაინიშნა. თემა, თუ რაზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი, უცნობია.

პრეზიდენტი გუშინ გამოეხმაურა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.

“ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო. ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img