საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის გატაცების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.