სალომე ზურაბიშვილი კირბალში ჩავიდა

Published:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა. ის რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში მივა. უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ზურაბიშვილი პირველია, რომელიც ოჯახს სამძიმარს პირადად უცხადებს.

სოფელში გუშინდელი დღის შემდეგ მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში – როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img