აშშ-ის სენატმა ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებდა

Published:

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დასახმარებლად 14.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარებას არ მოიცავდა.

მანამდე, 2 ნოემბერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ, მაგრამ სენატმა, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, კანონპროექტი არ დაამტკიცა.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს სენატი დაამტკიცებდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარედგინებოდა, მაგრამ თეთრმა სახლმა წინასწარ განაცხადა, რომ ბაიდენი ვეტოს დაადებდა და უარს იტყოდა დოკუმენტის ხელმოწერაზე, მაშინაც კი, თუ მას კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებდა და პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდებოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img