ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მათი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან.
მინისტრის განმარტებით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ალყაში აქცევდნენ და მოქმედებენ ქალაქ ღაზაში. მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდა.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ღაზაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვი. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“, 7 ოქტომბერს, ქვეყანაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.