რეფორმები ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ელოდება, რომ ევროკომისიის ანგარიში, რომელიც რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მდგომარეობას ასახავს, კრიტიკული იქნება, პოლიტიკური გადაწყვეტილება კი, დადებითი.
“ქართული ოცნება” სულ იცვლის პოზიციას და რთულია პოზიციაში მისდიო. ხალხი, რომელიც საუბრობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს და თავისთვის დაიტოვონო, სათაგურია და თავი შეაყოფინეს ქვეყანასო, დღეს საუბრობენ, რომ დაიმსახურეს სტატუსი. მოგვცენ და იყოს ამის მთქმელი ხალხის დამსახურება.
ჩვენ ვიცით, რომ გარდა რეფორმებისა, რასაც ქვეყანას სთხოვენ, საბოლოო ჯამში, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება, პროცესი თავის არსით პოლიტიკურია. რეფორმები ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ მე მოლოდინი მაქვს, რომ გეოპოლიტიკა, გაფართოება, ჩვენი ხალხის არჩევანი იქნება დანახული. შეფასებას ველოდები კრიტიკულს და ჩვენ გვეტყვიან, რომ რეკომენდაციების ნახევარიც არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ არ უნდათ, მოლდოვას და უკრაინას დააშორონ ქვეყანა ამ გზაზე, ეს იქნება ალბათ, ჩვენთვის შესაძლებლობის მოცემის მთავარი განმსაზღვრელი, რომ კარი არ დაიხუროს და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ან