პროკურატურა – ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საქართველოსა და 22 ქვეყანაში საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩატარდა

Published:

საქართველოსა და კიდევ 22 ქვეყნაში, მათ შორის უკრაინაში, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითურ საქმეზე საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებგვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img