ბექა დავითულიანი – ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ დაახლოებით, ცხრა

Published:

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ დაახლოებით 9, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანი აცხადებს, რომ „ევროკავშირი პუტინის მოკავშირეებს სტატუსს არ აძლევს და სპეკულაცია ყველამ უნდა დახუროს“.

დავითულიანმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა შემცირდა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებული რეზოლუციებია.

„ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ და ყველაფერში გავხდეთ თავსებადები, რაშიც შესაძლებელია. ეს( საგარეო პოლიტიკის თავსებადობაზე) ჩაიწერა იმიტომ, რომ იქ არის რეზოლუციების ნაწილი, რომელსაც უბრალოდ საქართველო ვერ უერთდებოდა ორი მიზეზით. ერთი ისაა, რომ ორმხრივი სანქციების დაწესებას ნიშნავდა და მოიცავდა, რასაც ჩვენ არ შევუერთდით, რადგან ჩვენ არც ნატოს წევრები ვართ, არც ევროკავშირის და აგერ, 30 კილომეტრში გვიდგას მტერი, ვერ შევუერთდით უბრალოდ, ეკონომიკა დაგვექცეოდა თავზე. მეორე ნაწილი, რასაც ვერ შევუერთდით, ეხება ქვეყნებს, რომელიც უშუალოდ ჩვენს სამეზობლოშია, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და იმას რომ შეუერთდე ამ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობა გაგიფუჭდება. ვგულისხმობ რეზოლუციებს, რომელიც შეეხება მაგალითად, თურქეთს, აზერბაიჯანს, მათ შორის, ირანს, აფრიკულ ქვეყნებს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე ვერ ვუერთდებით. რუსეთთან მიმართებით რეზოლუციებზე მიერთების არანაირი პრობლემა არ გვაქვს, გარდა ორმხრივი სანქციების დაწესებისა, პრაქტიკულად ყველას შეერთებული ვართ, ჰააგაში სარჩელის თანაინიციატორები ვართ. რუსეთთან მიმართებით რეზოლუციების ნაწილში პრობლემა არ ყოფილა. მაშინ, როცა ჰააგაში სარჩელის თანაავტორი ხარ, რუსეთთან მიმართებით რაიმე რეზოლუციაზე ხელის მოწერის ყოველგვარი უხერხულობა მოხსნილი გაქვს. მერე როგორი მარტივი მაგალითები ხდება ხოლმე – უცებ ატყდება ხოლმე ამბავი, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა რატომ არ მივეცით და აღმოჩნდება ხოლმე, რომ დელეგაციის რომელიღაც წევრმა რეზოლუციას, სადაც ყველაფერი კარგად ეწერა, მივიდა და მიაწერა, რომ “მიშა გაათავისუფლეთ”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img