ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი გამოიწვიოს, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შეიხ ნაიმ ქასემის თქმით, ძალიან სერიოზული და ძალიან საშიში მოვლენები შეიძლება, მოხდეს რეგიონში და ვერავინ შეძლებს ამ შედეგების შეჩერებას.
„საშიშროება რეალურია, რადგან ისრაელი აძლიერებს აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავს უფრო მეტ ქალსა და ბავშვს. შესაძლებელია თუ არა ეს გაგრძელდეს და გაიზარდოს რეგიონისთვის რეალური საფრთხის გარეშე? ვფიქრობ, არა“, – თქვა „ჰეზბოლას“ ლიდერმა.
ქასემი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ესკალაცია დაკავშირებული იქნება ისრაელის ქმედებებთან.