ფიფია – მომიტევეთ, რომ ქართველ ხალხს ძველი „დინამოსავით“ სიხარული ვერ მივანიჭეთ, მაგრამ ბრწყინვალე თაობას ვზრდით

Published:

„დინამო თბილისის“ ვებგვერდმა გაავრცელა კლუბის 98 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის, რომან ფიფიას გამოსვლა, სადაც მან ვეტერან დინამოელებს მიმართა.

„ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე, რადგან „დინამო თბილისი“ შექმნა ამ ხალხმა. 13 წელია, ამ გუნდის პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ქართველ ხალხს ის სიხარული ვერ მივანიჭეთ, რაც თქვენ მოახერხეთ. სამწუხაროდ, ჯერ ეს არ გამოგვივიდა.

მაგრამ, რაც კარგად გამოვიდა ჩემი პრეზიდენტობისას, „დინამო“ საქართველოს ნაკრების სამჭედლო გახდა. ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქვეყანას ასახელებენ და ნაკრების თითქმის 90 პროცენტს შეადგენენ, „დინამოს“ აღზრდილები არიან. ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთში ესეც ძალიან დიდი წვლილია. ჩვენ შევძელით და პირადად მე ძალიან მიხარია.

ფაქტობრივად, დროს არავინ გვაძლევს და 18 წლის ასაკში საუკეთესოები უცხოეთში მიჰყავთ. ბიჭებსაც საზღვარგარეთ გასვლა უნდათ, მათ ხელს ვერ და არც შევუშლით. ვინც ჩვენს ხელში გაიზარდა და წავიდა, ყველა ის ფეხბურთელი ერთ გუნდში რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ, ჩვენც გავიმეორებდით იმას, რაც თქვენ შეძელით.

ამიტომ, მომიტევეთ, რაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ბრწყინვალე ახალგაზრდობას ვზრდით“, – თქვა რომან ფიფიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img