გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ორივე მხარემ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში. მისივე თქმით, ისრაელისა და “ჰამასის” მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები ომის დანაშაულებს უტოლდება, – ამის შესახებ BBC წერს.
ვოლკერ თურქი მოუწოდებს მხარეებს, გამონახონ გზა მშვიდობისკენ და შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა.
“პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების მიერ, თავდასხმისგან თავის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების ნებისმიერი გამოყენება ეწინააღმდეგება ომის კანონებს, მაგრამ პალესტინის შეიარაღებული ჯგუფების ასეთი განლაგება არ ათავისუფლებს ისრაელს ვალდებულებისგან, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა, ასევე, თავდასხმისას, უსაფრთხოების ზომები და პატივი სცეს პროპორციულობის პრინციპებს“, – აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი.