გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება

Published:

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში  რუსეთს წარმომადგენელი არ აირჩიეს. საბჭოთა და რუსი მოსამართლეები გაეროს სასამართლო სისტემაში 1946 წლიდან მუშაობენ. ამგვარად, პირველად საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ იქნება.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან წარდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი და რუმინელი – ბოგდან აურესკუ. გაიმარჯვა აურესკუმ, რომელსაც გენერალური ასამბლეის 117 წევრმა მისცა ხმა, რუს კანდიდატს მხოლოდ 77 ხმა ჰქონდა.

გევორგიანი 2015 წლიდან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე იყო, ის მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

აურესკუს გარდა, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში არჩეულ იქნა კიდევ სამი ახალი მოსამართლე – სარა ჰალი კლივლენდი (აშშ), ხუან ვერდუზკო (მექსიკა) და დირე ტლადი (სამხრეთ აფრიკა) და ერთი მოქმედი მოსამართლე, ავსტრალიის წარმომადგენელი ჰილარი ჩარლზვორთი ხელახლა აირჩიეს.

უსტიციის საერთაშორისო სასამართლო შედგება 15 მოსამართლისგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა ცხრა წელია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img