ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზები დადაწესდება

Published:

ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა. ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციები 4-საათით შეწყდება.                    ტაქტიკური ლოკალური პაუზები მოსახლეობას, საომარი მოქმედებების ზონის დატოვების საშუალებას მისცემს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, მაგ პერიოდში 2 ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს. ბოლო მონაცემებით ღაზის ჩრდილოეთ რაიონებს მოსახლეობა მასიურად ტოვებს –  ისრაელის ცნობით, მხოლოდ გასული დღის განმავლობაში საშიში ზონა 50 000-მა ადამიანმა დატოვა.

“4-საათიანი ჰუმანიტარული პაუზები არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას და გავლენას არ მოახდენს ღაზაში ბრძოლაზე”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება ყველა მძევლის გათავისუფლებამდე.    ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში ტერორისტების ტყვეობაში 242 ადამიანი იმყოფება. ისრაელი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ მათ გასათავისუფლებლად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img