ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას – ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, მაგრამ გული შემტკივა, ეტყობა, მეგრული სოლიდარობა მალაპარაკებს

Published:

ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, შენს პარტიაში ჩამოგაგდეს, ბელადმა გაგრიყა, უარგყო, მართლა უთავმოყვარეო ხომ არ ხარ? – რაც უნდა ის უქნია, მაგრამ გული შემტკივა, ეტყობა, ეს მეგრული სოლიდარობა მალაპარაკებს, –  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ლუზერების გაერთიანებაა“, ხოლო ნიკა მელია “უთავმოყვარეო გამოდგა”.

„მკვდარი მკვდარს ეკიდაო, მელია და ხაბეზე სხვანაირად რანაირად [უნდა ვთქვა], იუმორში უნდა გავატარო. ესეც კაი უთავმოყვარეო გამოდგა – მელია. ბიჭო, გაგაგდეს, ჩამოგაგდეს, იმ ბელადმა გითხრა, გვერდზე ჩაიჩოჩე, გაიწიეო, მერე ალბათ, იმ ჯიგარმა დარეკა იქიდან, არ დაგაფინანსებო და თქვა, მელიას არ ვგულისხმობდიო, რაღაც საგიჟეთია. ახლა ვის აინტერესებს, რა ნდობის ჯგუფი, ერთმანეთში არ აქვთ ნდობა და მათ ნდობის ჯგუფს მერე ვინ უნდა ენდოს – საქართველოს მოსახლეობა? სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ეს ბიჭი თავს და რატომ? – წადი, არ არის შენი საქმე ეს პოლიტიკა, წადი, სხვა საქმით დაკავდი რა, ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, შენს პარტიაში ჩამოგაგდეს, ბელადმა გაგრიყა, უარგყო, რა გინდა ვერ გავიგე, მართლა უთავმოყვარეო ხომ არ ხარ? რაც გინდა ის გიქნია, მაგრამ გული შემტკივა, ეტყობა, ეს მეგრული სოლიდარობა მალაპარაკებს მაინც, თორემ რაში მაინტერესებს მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთში სკამებს და ოფისებს როგორ გაიყოფენ? ესენი არიან ლუზერების პარტია და ის კიდე მესამე – ობგუნუჯუმ რომ მოუგო ადგილობრივ არჩევნებზე. იმ კაცს რას ვერჩი, მაგარი ბიჭი ყოფილა. პოპულისტი რომ ჰყავთ ვაშაძე იმაზე ვლაპარაკობ. ლუზერების გაერთიანება – რა უნდა ილაპარაკო? მიიღებენ იმ თავის 15 პროცენტს თუ შემორჩათ და ეგ იქნება. გეტყვით სცენარს, დაიწყებენ „გაგვიყალბეს“, არადა ელექტრონულია არჩევნები, გამორიცხულია [გაყალბება], მერე აღარ შემოვლენ, მერე ცოტა ხანში როგორც შემოიპარნენ, ზოგმა რომ თქვა ფანჩატურში რომ იყო, ხელფასსაც არ ავიღებ, რად გვინდაო და როცა გავაგდეთ, მერე სასამართლოში გვიჩივლა, ხელფასი მოგვეციო. ასეთი უპრინციპო, ღირებულებებისგან დაცლილი ოპოზიცია გვყავს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img