ჩვენ არ გვსურს ღაზის დაპყრობა, ოკუპაცია ან მართვა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ გვსურს ღაზის დაპყრობა. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის ოკუპაციას. ჩვენ არ ვცდილობთ ღაზის მართვას. უნდა ვიპოვოთ სამოქალაქო მთავრობა, რომელიც იქ იქნება. რაც ჩვენ გვინდა ვნახოთ, არის დემილიტარიზებული, დერადიკალიზებული და აღდგენილი ღაზა. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეა ნიშნავს „ჰამასთან“ დანებებას და კვლავ გაიმეორა, რომ ეს ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარეშე არ იქნება.
„ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს „ჰამასთან“ დანებებას, ტერორთან დანებებას და ირანის ტერორის ღერძის გამარჯვებას. ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელელი მძევლების გათავისუფლების გარეშე არ იქნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.