შალვა პაპუაშვილი – ჩანს, რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის

Published:

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ უნდა გადახედოს საგარეო პოლიტიკას, თუ უნდა EU-სთან თანხვედრაში იყოს.

“ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი NGO საქართველოში, ვნახეთ გუშინ ეს გამოხმაურებები, ერთად ცდილობენ კვლავ იგივეს, რასაც ისინი პრინციპში წელიწად ნახევარია ცდილობენ, რომ ყალბი დილემა დააყენონ, თითქოს დილემა დგას ასე, ან აწესებ სანქციებს და წინ მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ სანქციებს და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთი ტოლობა, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება მათ შორის ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და არ გასულა სულ ცოტა ხანიც და ვხედავთ, რომ რამდენიმეNGO -ს წარმომადგენელი, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ცდილობენ ზუსტად ამ დეზინფორმაციას. […] ჩანს რომ ზოგიერთ ევროპარლამენტარსა და ევროკომისიას შორის არის პოლარიზაცია აზრებს შორის” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img