სუნაკი – ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება მის გამარჯვებამდე

Published:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბრიტანელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინელებს, გამარჯვებამდე. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ პუტინის ძალებზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. […] ჩემი გზავნილი უკრაინას დღეს იგივეა, რაც მე ადრეც ვუთხარი ჯარისკაცებს: ჩვენ ვიქნებით თქვენთან, ვიდრე არ გაიმარჯვებთ,“ – წერს სუნაკი სტატიაში.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას, „გააცნობიეროს თავისი ბედი, როგორც უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია.“

შეგახსენებთ, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რაკეტებითა და ანტიდრონის შესაძლებლობებით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img