ხანძარი ოზურგეთის უნივერმაღთან

Published:

ოზურგეთში, უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. ცეცხლი შენობის ე.წ. მიშენებებს გაუჩნდა. დამწვარია მეწაღეების ოთხი ჯიხური.  მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის დროულად ლიკვიდირება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მეწაღეების თქმით, მათ ყველაფერი დაეწვათ და საკმაოდ დიდი ზარალი მიიღეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img