პრემიერი ყალბ მშვიდობაზე საუბრობს და ტაშს ითხოვს – ასე ეხმაურება თეონა აქუბარდია პრემიერის გამოსვლას საფრანგეთში.
აქუბარდიას თქმით, იმის თქმა, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს სუვერენიტეტს.
“მაშინ როდესაც პრემიერი საუბრობს ყალბ მშვიდობაზე და ერთადერთ მიღწევად თავისი მმართველობის ცდილობს, გაასაღოს ის ყალბი მშვიდობა, რომელიც ქვეყანაში არის და ტაშს ითხოვს იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის არ არის, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ასუსტებს ერთი მხრივ, ჩვენ სუვერენიტეტის საკითხს, კიდევ უფრო ასუსტებს საქართველოს გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და ასუსტებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას”. – ამბობს აქუბარდია.
როგორ გამოიყენა ფრანგული ტრიბუნა ღარიბაშვილმა და რა მიზნით? – ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგნად არის ქცეული პრემიერის ბოლო გზავნილები.
პრემიერი, რომლის ქვეყნის მოქალაქეც რამდენიმე დღის წინ რუსებმა მოკლეს, საფრანგეთში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ამ დანაშაულს არ გამოხმაურებია.