ღაზის საავადმყოფოს დირექტორი – სიკვდილამდე წუთებიღა დაგვრჩა

Published:

ღაზას სექტორში მდებარე სამედიცინო კომპლექს ალ-შიფას დირექტორი, მუჰამედ აბუ სალმია აცხადებს, რომ ჰოსპიტალი ალყაშია.

ალ-შიფას საავადმყოფოს დიქტორის თქმით, ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო ალყაშია. ინკუბატორში ბავშვები კვდებიან, სნაიპერები კი ყველაფერს ესვრიან, რაც მოძრაობს.

საავადმყოფოს არ აქვს წყალი, დენი, ინტერნეტი და წამალი. პაციენტები ყოველ წუთს იღუპებიან, დაშავებულები და დაჭრილები იღუპებიან – ინკუბატორებში მყოფი ჩვილებიც კი. საავადმყოფოს უკვე დაკარგა ინკუბატორში მყოფი ბავშვი, ასევე რეანიმაციაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი პაციენტი. სნაიპერების ფაქტორიდან გამომდინარე სახიფათო ხდება საავადმყოფოს შენობაში გადაადგილება, – ამბობს მუჰამედ აბუ სალმია.

ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასს“ სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, ხოლო საავადმყოფოს ქვეშ გვირაბების ქსელია.

საავადმყოფოს ოფიციალური პირები და ნორვეგიელი ექიმები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ალ-შიფას ჰოსპიტალში, უარყოფენ მტკიცებას საავადმყოფოში „ჰამასის” სამეთაურო ცენტრის არსებობის შესახებ, – წერს ნორვეგიული Verdens Gang-ი

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img