თამაზ გინტური – პირობას ვდებ, ჩემი ძმის ეკლესიის გაღებულ კარებს აღარ ავაჭედინებ

Published:

“პირობას ვდებ, ჩემი ძმის ეკლესიის გაღებულ კარებს აღარ ავაჭედინებ” – განცხადება სოფელ კირბალთან რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა მედიასთან გააკეთა.

გივი გინტურის თქმით, მოკლული ძმა ლომისის ეკლესიაში სანთლის დასანთებად მას შემდეგ მივიდა, როცა საკუთარი გარდაცვლილი მშობლების საფლავი მოინახულა.

პირველ რიგში, არ ვიცოდი, თუ ჩემს ძმას ეკლესიაში ვიღაც ჩასაფრებას მოუწყობდა და მოკლავდა. ჩემი ძმა იყო ეკლესიის მოყვარული, ყოველთვის დადიოდა. მაგ დღით იყო საფლავზე. გამოიარა თავის მშობლების საფლავზე და რომ მიდიოდა სახლისკენ, გაახსენა ეკლესია. რომ გაიხედა მარჯვენა მხარეს დაინახა ლომისის ეკლესია და ავიდა სანთლის დასანთებად. გულზე მოხვდა ეკლესიის კარების აჭედვა, შეაღო კარი და რომ გამოვიდა, ჩასაფრებულები იყვნენ და უკნიდან ესროლეს. ახლა არ ვიცი აჭედეს თუ არა, მაგრამ პირობას ვდებ, ჩემი ძმის ეკლესიის გაღებულ კარებს აღარ ავაჭედინებ – აღნიშნა გივი გინტურმა.

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

 

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img