ერდოღანი 17 ნოემბერს გერმანიაში მოლაპარაკებებს გამართავს

Published:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მომავალ პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიას ეწვევა და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს,

გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, ერდოღანს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიიღებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ვახშამი კანცლერ ოლაფ შოლცთან, ლიდერები “პოლიტიკური საკითხების მთელს სპექტრს განიხილავენ” – განუცხადა გამოცემას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა კრისტიან ჰოფმანმა.

აღსანიშნავია, რომ შოლცმა ერდოღანი გერმანიაში ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მიიწვია, როგორც კი თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდა.

თურქეთის ლიდერისთვის გერმანიაში ეს ვიზიტი პირველი იქნება 2020 წლიდან, როცა იგი ლიბიაში ვითარების დარეგულირებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით ჯერ კიდევ ანგელა მერკელის კანცლერობის პირობებში იყო ჩასული.

ცნობისთვის, ეს ვიზიტი თურქეთსა და ევროპას შორი ურთიერთობებში იმ დაძაბულობის ფონზე ჩაივლის, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის დარეგულირებაზე განსხვავებულ ხედვებს უკავშირდება. გერმანიაში ერდოღანის ვიზიტისას საპროტესტო გამოსვლებსაც ელიან.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img