რაზმაძე – სახელმწიფო სტრუქტურები უნისონში მოქმედებენ

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე აღნიშნავს, რომ მისი საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო. მისი თქმით, ამ საქმის ფარგლებში სახელმწიფო და სისტემა მის წინააღმდეგ გაერთიანდა.

“სახელმწიფო, სისტემა ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა და ვფიქრობ, ეს დასკვნაც მოამზადა არა ცალკე აღებულა გენინსპექციამ, არამედ მთლიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სახალხო დამცველი ვალდებული იყო, ამ სამსახურების შემოწმებამდე საკუთარი დასკვნა არ გამოექვეყნებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის დამოუკიდებელი სტრუქტურები უნისონში მოქმედებენ.

ეს გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყების თაობაზე აგვისტოს დასაწყისში გავასაჩივრე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ ეს პროცესი გააჭიანურა და ზუსტად 30 ოქტომბერს მათაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემს შუამდგომლობას, საჩივარს, განცხადებას არ დააკმაყოფილებდნენ. 30 ოქტომბერს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უცებ შეთანხმდა, რომ რეალურად ჩემი განცხადების საფუძველზე არსებულ სამართალწარმოებას დაასრულებდნენ, ამიტომ მიჩნდება ლოგიკური ვარაუდი იმისა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ შეთანხმებული”, – განაცხადა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, გოგა რაზმაძეს სამსახურიდან –  მისი განაცხადებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img