ანრი ოხანაშვილი – საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ

Published:

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერის ცვლილებას არ განიხილავს და ეს საკითხი “დღის წესრიგში” არ დგას.

“უსუსურ მდგომარეობაში დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ, რაც დღეს არის დადგენილი. ეს საარჩევნო ბარიერი, იცით, რომ დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ, კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილი.

საარჩევნო ბარიერის საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმაც, რომელმაც ამაზე საუბარს “წარსული” უწოდა და თქვა, რომ თემა “დახურულია”. მისი მტკიცებით, დაბალი ბარიერის პირობებში შეკრებილ პარლამენტს “მაღალი ხარისხი” არასდროს უჩვენებია.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img