ირაკლი ბერაია – ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ

Published:

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ის საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამის შესახებ მან თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას უპასუხა.

„მე ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე. დღესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, ის სამწუხარო გამონათქვამი, რაც ჩემ მიერ იქნა გაჟღერებული პლენარულ სხდომაზე, ვფიქრობ, რომ არ უნდა თქმულიყო, ეს იყო მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით მე განვაცხადე. შესაბამისად, ამ თემაზე მეტი დეტალის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერი არის ნათქვამი. ასევე, ყველას გასაგონად იმასაც ვიტყვი, რომ გადადგომას არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს, ერთხელ და სამუდამოდ! მანამ, ვიდრე მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი, ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. მე თქვენ და თქვენს ზოგიერთ კოლეგას ნამდვილად არ მოგთხოვთ ბოდიშის მოხდას, იმიტომ, რომ მივიჩნევ, თქვენი აზროვნება და თქვენი შეგნება ამას ვერ შესწვდება. ასე რომ, ამ საკითხზე დავასრულოთ საუბარი!“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img