შალვა პაპუაშვილი – მომავალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს “ქართულ ოცნებას”

Published:

გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს “ქართულ ოცნებას”, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში.

“ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ისტორიას დარჩება, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაა და არა მისი პოლიტიზება. წინ ბევრი სამუშაოა. კარგია, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია ახალი ცხრა რეკომენდაციის გარშემო, ამჯერად, უკეთესადაა სტრუქტურირებული, ვიდრე აქამდე იყო. ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად გავაცნობიეროთ რეკომენდაციები, რათა ჩვენი პროგრესი უფრო უკეთ იყოს გაზომილი და დადასტურებული. გვჯერა, რომ არსებული სტრუქტურირებული დიალოგი ევროკავშირთან უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მომავალ პროგრესს.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მოსაზრება დეზინფორმაციის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკური განვითარებისათვის. ეს ახალი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისათვის მისაღები და მოსაწონია. მანიპულაცია, არასწორი აღქმების შექმნა და პირდაპირი დეზინფორმაცია ის მანკიერებებია, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს წამლავდა. დეზინფორმაციასთან გამკლავება ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დასასრულებლად. დეზინფორმაციის დონის შემცირება დაგვეხმარება დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ევროკავშირისაკენ უფრო სწრაფად სვლაში.

საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში. გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერს ჩატარდება, პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს „ქართულ ოცნებას“, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს. მომავალი ბევრს გვპირდება. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავაბრუნოთ საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია – ერების ევროპულ ოჯახში,”-ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img