დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ კახა კალაძე ზიზღის ენის გამავრცელებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. საქმე ეხება “ოცნების” გენერალური მდივნის განცხადებას, რომელმაც რუსეთზე უფრო დიდი მტრად ქართული ოპოზიცია გამოაცხადა.
“კალაძე ჩამოყალიბდა ყველაზე უფრო ზიზღის ენის შემცველ პოლიტიკოსად, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთადერთი დანიშნულება, რომ პრობლემებს კი არ მიხედოს, არამედ რეალურად, ისაუბროს ასეთი ზიზღის შემცველი ენით და ეს არის მისი უპირველესი მოვალეობა, – ამბობს დეკანოიძე.