ბაიდენი – ალ-შიფას საავადმყოფო უნდა იყოს დაცული

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა,ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე, რომლის სიახლოვეს ბრძოლა გრძელდება და რომელსაც ასობით პაციენტი და მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებს.

”ეს საავადმყოფო უნდა იყოს დაცული. იმედი მაქვს და ველი, რომ საავადმყოფოს მიმართ ნაკლები რადიკალური ქმედებები განხორციელდება”, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. მან დასძინა, რომ ის ამ საკითხს განიხილავს ისრაელელებთან.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდეს და „ამჯობინებს, რომ „ჰამასმა“ სასწრაფოდ გაათავისუფლოს საავადმყოფო, რომელსაც სამეთაურო ცენტრად იყენებს“ და ასევე მიაწოდოს საწვავი ღაზის საავადმყოფოებს.

”ჩვენ ნამდვილად გვსურს ვნახოთ, რომ „ჰამასი“ გამოიყენებს საწვავის ნაწილს, რომელიც მას აქვს, ჩრდილოეთ ღაზის საავადმყოფოების მოსამარაგებლად,” – თქვა ასევე მილერმა.

„ჰამასი“ და ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალი უარყოფენ ისრაელის განცახდებას, რომ დაჯგუფების სამეთაურო ცენტრი სამედიცინო დაწესებულების ქვეშ მდებარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img