თელავის რაიონულმა სასამართლომ, ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბაზილარ მახმუდოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ამტკიცებს, რომ ჯავიდ მამედოვმა მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, დანა გამოეყენებინა.
ბრალდებულის ადვოკატი გამოძიების აუცილებელი მოგერიების ფარგლებში გაგრძელებას ითხოვს. მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა.