კობახიძე ექსპრემიერს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს

Published:

“ქართული ოცნება” ყოფილ პრემიერს ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2018 წელს, როცა ოკუპანტებმა სოფელ ჩორჩანას ოკუპაცია მოახდინეს, შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, თუმცა მან ინფორმაცია თუ ა ნაბიჯების გადადგმას აპირებდა დამალა.

მისვე მტკიცებით, მაშინ გახარიამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა. დღეს კობახიძემ მედიას უთხრა, რომ მაშინ შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, პასუხი მოსთხოვეს.

“ამ განცხადებების (სერგეი ლავროვის განცხადების) შემდეგ ანექსია არ მომხდარა და ჩვენ მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და არა კონკრეტულ განცხადებების კეთება. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მოაქვს შედეგები…

ერთი შემთხვევა იყო ჩორჩანაში და მოჰკითხეთ გახარიას ეს ამბავი, არავინ რომ არ ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტულ ნაბიჯებთან  დაკავშირებით და რა მოჰყვა მაგას. დანარჩენი, რაც მოხდა კირბალში, ეს არის მინიმოდელი, ნაცმოძრაობას ვგულისხმობ მთლიანად. ერთი, მეორე, მესამე პროვოკაცია და დაემთხვა, რომ ამას მოჰყვა ოკუპანტების მხრიდან ჩვენი მოქალაქის მკვლელობა. ეს გინდათ ქვეყნის მასშტაბით, პროვოკაციები, რომ მივიდეთ მეორე ფრონტამდე,” – ამბობს კობახიძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img