“ლელოს” გენერალურ მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების ზიზღი და ბრაზი ფრანგულ მედიასთან მიცემულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” პრორუსულობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.
ოპოზიციის წევრის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, მოიხსენიებს თუ არა “ოცნება” ზურაბიშვილს პრეზიდენტად, რადგან საზოგადოებაში ქვეყნის მთავარსარდლის რეიტინგი იზრდება.
ეს დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ცხადი გახდა და შეიცვალა იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა „France24“-თან, სადაც დაისვა ასეთი ფორმულირებით შეკითხვა, რას იტყვით პრორუსულად აღიარებული პრემიერი ღარიბაშვილის შესახებ, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა სტანდარტულად გააგრძელა პასუხი, არ დაუსვამს კითხვის ნიშანი პრორუსულ ხასიათთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა“. პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამჟამად „ქართული ოცნება“ აღიარა პრორუსულ და ანტიეროვნულ ძალად საქართველოს მოცემულობაში, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ აგრესია, ბრაზი და ზიზღი მომდინარეობს სწორედ ამ ფაქტის შემდეგ. ისინი დაუძახებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს, ეს არაფერს ცვლის. მას მეტად აფასებს დღეს საზოგადოება, მისი რეიტინგიც შესაბამისად ზრდადია, მისდამი ზიზღი და ბრაზი და შეტევები ზრდადია ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის არ აღიარების პოლიტიკა დაიწყო. უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მსჯელობის შედეგად ლიდერებმა პარტიის ყველა წევრს დაავალეს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტად აღარ მოიხსენიონ. “ქალბატონო სალომე” – ასე მოიხსენიებს მმართველი პარტია დღეიდან პრეზიდენტს.