ოკუპანტებმა უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები მძევლად აიყვანეს

Published:

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მძევლად საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს. ქართველების ვიდეომასალა რომელთა ვინაობას ჩვენ არ ვასახელებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. კადრებით დგინდება, რომ ქართველ მებრძოლებს რუსი ოკუპანტები კამერის წინ მათთვის სასურველი ტექსტის წაკითხვას აიძულებენ, აუდიო სკანირებით მარტივად დგინდება, რომ ეს ჩანაწერი სიტყვა-სიტყვა არის დამონტაჟებული .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს,  საქართველოს 2 მოქალაქე 2 დღის წინ, მაშინ დაატყვევეს, როცა ისინი დონეცკის მიმართულებით იბრძოდნენ.

ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ, მათ დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img