რუსულმა ძალებმა ნიკოპოლს დრონებით შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს.
“რუსმა ტერორისტებმა ნიკოპოლს კამიკაძე დრონებით შეუტიეს. დაშავებულია 72 წლის კაცი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახს”, – ამბობს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.