“რატის ბარის” მიმდებარე ტერიტორიაზე 12 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისროს ინფორმაციით გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ “რატის ბართან” მომხდარი ჩხუბის შედეგად 3 ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქე საბა მარგიანმა გაავრცელა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაშავებული კეფასა და ზურგში, ფილტვთან ახლოს არის დაჭრილი, მეორე ხელის კუნთში. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.